
21:20 20.05
მოკლედ, მინისტრის დავალებით, სკოლის დირექტორი ვალდებულია, მოძებნოს ოჯახი, რომელშიც იცხოვრებს უცხოელი მასწავლებელი (როგორი მოსაძებნია?!). შემდეგ, დირექტორი ავსებს სპეციალური ფორმას, თითქოს თვითონ სთხოვს განათლების სამინისტროს – არიქა, არ დამღუპოთ, უცხოელი მასწავლებელი გამომიგზავნეთ და, მოგიკვდეთ ჩემი თავი, მისი დაბინავება ჩემზე იყოსო. წერს იმ ოჯახის მისამართს და მონაცემებსაც, რომელიც მზად არის, უმასპინძლოს უცხოელ „განმანათლებელს“.